თეგებით ძიება

სპეცრაზმი და საპოლიციო ძალები - მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში ძალოვნების მობილიზება შეიმჩნევა

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების მობილიზება შეიმჩნევა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს ეზოში სპეცრაზმისა და პოლიციის წარმომადგენლები იკრიბებიან.

არსებული ცნობით, კანცელარიის ეზოში ათობით ავტობუსია გაჩერებული, საპოლიციო ძალები და სპეციალური ტექნიკა სწორედ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაშია მოთავსებული.

ძალოვნების მობილიზება რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზე დაგეგმილ აქციას და უსაფრთხოების ნორმებს უკავშირდება.

აქცია - „შინ ევროპისკენ“ პარლამენტთან, 20:00 საათზე დაიწყება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა