თეგებით ძიება

საქართველო იბრძვის იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად გვაქცევს - პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს გადაწყვეტილება იქნება ისორიული.

„საქართველო იბრძვის იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად გვაქცევს. ევროსაბჭოს გადაწყვეტილება იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის ცენტრალური და ისტორიული," - აცხადებს ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში, რომელის ადრესატები არიან ნიდერლანდების, იტალიის, შვედეთის, ირლანდიის, საფრანგეთის, დანიის, გერმანიის, ბელგიის, ხორვატიის და პოლონეთის ლიდერები.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს ევროპული საბჭო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა