"მე ხვალ ჩემი ბრდღვიალასთვის წავალ არჩევნებზე..." - გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ელენე მეგრელიშვილის დედა
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ელენე მეგრელიშვილის დედა ნინო ერემაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
"მე ხვალ ჩემი ბრდღვიალასთვის წავალ არჩევნებზე, ჩემი ენენეს მიზნებისთვის!!! ჩემი კოტიკოს და მათი მეგობრების მომავლისთვის!!! ახლა სახლში დარჩენა ჩვენი შვილების ღალატია!! ელენიკო, გპირდები, ყველგან იამაყებ შენი დედიკოთი", - წერს ნინო ერემაშვილი.
ცნობისთვის, 14 ოქტომბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ელენე მეგრელიშვილი დაიღუპა.