მხოლოდ ჩვენი საქმეა თუ რას ვაკეთებთ ჩრდილოეთ კორეასთან - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა BRICS-ის გაფართოებული ფორმატის პირველი სამიტის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
NBC-ის ჟურნალისტმა პუტინს უკრაინის ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებული კითხვა დაუსვა.
ჟურნალისტის თქმით, სატელიტური ფოტოებით დასტურდება, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უკრაინის ფრონტზე არიან.
რას აკეთებენ ისინი იქ? ეს არ არის კონფლიქტის სერიოზული ესკალაცია? ჰკითხა ჟურნალისტმა პუტინს.
"რას და როგორ გავაკეთებთ, ჩვენი საქმეა“, - აღნიშნა პუტინმა ჟურნალისტის საპასუხოდ.