თეგებით ძიება

"იყო ზიზღის, შეურაცხყოფის, უწიგნურობის და სიბრიყვის ნიაღვარი …" - თინა ხიდაშელი პრემიერის გამოსვლაზე

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის გამოსვლას აფასებს და ირაკლი ღარიბაშვილს აკრიტიკებს:

"არადა სინამდვილეში ეს გამოსვლა 22 ივნისს როგორ წინასწარ არის გაწერილი ისტორიის მიერ:
- უნდა მიემართა ხალხისთვის რომ ზუსტად გაიგო მანიფესტაციის გზავნილი და პირველია ამ საქმეში ევროპისკენ,
- უნდა ელაპარაკა ევროკავშირის გასაგონად რეფორმების დღის წესრიგზე;
- უნდა დაეთქვა ვადები;
- უნდა მოეტანა დიდი დაფა ჩამოწერილი 12 პუნქტის შესრულების გეგმით, მოეწერა ხელი იქვე და ეთქვა რომ ეს ითხოვა ხალხმა 20-ში და მიემართა ყველა იქ მყოფისთვის მოეწერათ ხელი და დაეწყოთ რეფორმები …
ამის ნაცვლად იყო ზიზღის, შეურაცხყოფის, უწიგნურობის და სიბრიყვის ნიაღვარი ….", - წერს ხიდაშელი ფეისბუქზე.

დღეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა მთავრობის მეთაურს მოუსმინეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა