თეგებით ძიება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები "ოცნების" ოფისისკენ მიდიან

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისისკენ მიემართებიან.

“ვიაროთ ერთად, რათა არ გავხდეთ პროვოკაციის მსხვერპლი. ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი ერთიანობაა”, - მოუწოდებენ ორგანიზატორები მოქალაქეებს. გრანდიოზული აქცია 11 მაისს ევროპის დღეს იგეგმება. მანამდე კი ახალგაზრდები თვითდინებით კვლავ პარლამენტთან იკრიბებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა