საკუთარი არაფერი გააჩნიათ - არც ღირსება, არც ვაჟკაცობა, არც ინტელექტი - გია ხუხაშვილი
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის წევრების შესახებ წერს:
საკუთარი არაფერი გააჩნიათ - არც ღირსება, არც ვაჟკაცობა, არც ინტელექტი…
ამიტომ სულ რაღაცაზე პარაზიტირებენ - ხან ეკლესიას ეფარებიან, ხან ისტორიას და ტრადიციებს. ხან დავით გარეჯს. ხან ილია ჭავჭავაძეს და ხანაც ხვიჩა კვარაცხელიას.
ახლა მთლად რეკორდი მოხსნეს - ოპონენტების მთავარ გზავნილს ამოეფარენ. თუმცა რუსული ფერები მაინც ვერ ჩამოირეცხეს… - წერს ხუხაშვილი.