თეგებით ძიება

„გუშინ იმისთანა დაიგრუხუნა როგორც არცერთხელ აქამდე, კარგის მომასწავლებელია!!!“ - რას წერს ზურა შევარდნაძე?

ცნობილი მებაღე, გარდენია შევარდნაძის დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე 40 წლის წინ გურიაში, ბებიებისგან  გაგონილი და დამახსოვრებული წინადადებების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

მთელი ბავშვობა მესმოდა :

"დაქუხებამდე ვარგა ჯინჭარი ფხალად.."

"დაქუხებამდე ჯობია ხაპის დათესვა.."

"დაქუხებამდე უნდა ჩავყარო ლობიო.."

"დაქუხებამდე გამოჩეკილი ჭუჭული ყველა გეიზრდება.."

"დაქუხებამდე ვარგა ძველი ნიორი, მერე გეიპარება.."

"კეჟერა დაქუხებამდე მწარეა და მოწალვა უნდა, მერე გაჩვილდება"

"რომ დეიქუხებს ბახჩას მერე დავრგავ.."

40 წლის წინ გურიაში, ბებიებისგან  გაგონილი და დამახსოვრებული წინადადებებია, 

მაშინ დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას.

ეგება იმიტომ გვწყალობდა  რომ წესები ვიცოდით, მივყვებოდით და ვიცავდით, ეგება იმიტომ იყო ჩვენი ნალია, ბეღელი და ხულა სულ სავსე. 

სიკეთით, სიხარულით მოვიხმარდით რასაც მოვიწევდით, ვხარობდით ერთად ყოფნით. 

გუშინ იმისთანა დაიგრუხუნა როგორც არცერთხელ აქამდე, კარგის მომასწავლებელია!!!

სიკეთე და სიხარული ჩვენს ქვეყანას! - წერს ზურა შევარდნაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა