თეგებით ძიება

"ომი რომ არ გვინდა და მწვავე დაპირისპირება, იმიტომ ზანზარებდა რუსთაველი“ - თაკო ჩარკვიანი

"კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მმართველ პარტიას ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს.

"დასავლეთმა პირდაპირ გვითხრა, შეასრულეთ ეს პუნქტები და თქვენ გახდებით ჩვენი ოჯახის წევრი. დასავლეთი ულტიმატუმით კი არ გესაუბრება, ის იცავს თავის სივრცეს. დასავლეთს აინტერესებს რა ტიპის ქვეყანა უნდა გახდეს მისი წევრი. ძალიან ღრმად გაუნათლებლებს და მავნებლებს ჰქონიათ, დასავლეთი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოზე ზრუნავს.

სწორედ ომი, რომ არ გვინდა და მწვავე დაპირისპირება, იმიტომ ჩამოვდეგით რუსთაველზე და ზანზარებდა რუსთაველი. ევროინტეგრაციის გზაზე ვინც გადაეღობება საქართველოს, მას ხალხი გასცემს საკადრის პასუხს“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა