თეგებით ძიება

"საქართველოს მთავრობამ, მათ დახვრეტაზე მწვანე შუქი აუნთო რუსეთს!" - რას წერს თამო კეშელავა უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე?

ჟურნალისტი, თამო კეშელავა უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე სოციალურ ქსელში წერს:

"რუსეთი აცხადებს რომ ბრიტანელი მოხალისეები, რომლებიც დააკავა, არიან დაქირავებული მებრძოლები და მათ, დონეცკის სასამართლოს გავლით, სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქართველი მებრძოლები უკრაინაში არიან დაქირავებულები!
არადა, ეს ორი ბრიტანელი პირი, 2018 წლიდან ცხოვრობს უკრაინაში.

ასევე არაერთი ქართველი მებრძოლია უკრაინაი 2012 წლის მერე წასული.
სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ, მათ დახვრეტაზე მწვანე შუქი აუნთო რუსეთს!
ვილოცებთ, რომ არც ერთი ქართველი მებრძოლი არ ჩავარდეს ტყვედ, მაგრამ ღარიბაშვილმა ილოცოს, რომ გაასწროს მათ სკამიდან, ქვეყნიდან, მსოფლიოდან, გალაქტიკიდან...", - წერს თამო კეშელავა.

"საქართველოს მთავრობამ, მათ დახვრეტაზე მწვანე შუქი აუნთო რუსეთს!" - რას წერს თამო კეშელავა უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე?


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა