თეგებით ძიება

ისტორიული დღე. ახლა, მზად ვართ, შემდეგი თვეების განმავლობაში მიზანდასახულად ვიმუშაოთ კანდიდატის სტატუსის მისაღწევად - სალომე ზურაბიშვილი

"ისტორიული დღე - ასე ეხმაურება პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში.

"ისტორიული დღე. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია. ახლა, ჩვენ მზად ვართ შემდეგი თვეების განმავლობაში მიზანდასახულად ვიმუშაოთ კანდიდატის სტატუსის მისაღწევად",- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უკრაინასა და მოლდოვას ევროპულმა საბჭომ კანდიდატი წევრის სტატუსი მიანიჭა. ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა