თეგებით ძიება
24. 06. 2022 მსოფლიო

აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმდა

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამერიკაში აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმებულია. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

მოსამართლეებმა გააუქმეს 49 წლის წინ "რო უეიდის წინააღმდეგ" საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.

ახლა არასასურველი ორსულობის შეწყვეტის საკითხი გადაწყდება თითოეული შტატის კანონმდებლობის დონეზე. ქალთა უფლებების დამცველები შიშობენ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს აბორტის ფაქტობრივი აკრძალვა კონსერვატიულად განწყობილ შტატებში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა