თეგებით ძიება

საწყენია, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ...საქართველოს ადგილი ზუსტად რომ ევროპაშია - დავით არახამია

ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ. ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავიანთი მთავრობის ქმედებებს სწორად შეაფასებენ, - ასე მიმართა უკრაინის რადას დეპუტატმა, ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ თბილისში, რუსთაველზე მიმდინარე აქციის მინაწილეებს.

"გამარჯობა,
საქართველო აუცილებლად იქნება ევროპაში!
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ადგილი ზუსტად რომ ევროპაშია.
სწორედ ევროპისთვისა და ევროპაში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ჩემი წინაპრებიც.
უკრაინა და ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს.
ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ.
სხვათაშორის მისი ოჯახის წევრების უმეტესობა ევროკავშირის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ქართველები კი შანსს კარგავენ და უნდა ელოდონ.
ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავიანთი მთავრობის ქმედებებს სწორად შეაფასებენ",- მიმართა ქართველებს დავით არახამიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა