თეგებით ძიება

"ევროპაში მყოფმა ქართველებმა ფული შეკრიბეს და დამიკავშირდნენ, გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარეო" - რა ინფორმაციას ავრცელებს გოგა ჩანადირი?

სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი ქართველ ემიგრანტებზე წერს, რომლებმაც გარკვეული თანხა შეკრიბეს, რათა საქართველოში გაჭირვებულ ოჯახებს დახმარებოდნენ.

"ასეთი ამბავია - ევროპაში მყოფმა ქართველებმა ფული შეკრიბეს, 750 ევრო და დამიკავშირდნენ, გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარეო.
თითოეული თეთრი დანიშნულებით დაიხარჯა.
გადახურდავების შემდეგ 1000₾ ბერი ანდრიას ფონდს გადავეცით და შეიძლება ითქვას, ფონდის ბავშვებს მივუსწარით. საკვები სჭირდებოდათ.
დანარჩენი თანხით 4 ოჯახს საკვები ვუყიდეთ. თვითონ შეარჩიეს, რაც მათ და შვილებს უნდოდათ. (საშუალოდ 230 ლ დაიხარჯა თითოეულზე)
მე-5 ოჯახს კი 274 ლარის წამლები და 100₾ გადაეცა.
აი, ის ადამინები, რომლებმაც უანგაროდ გაახარეს ბევრი ადამიანი.
გოჩა შარაშიძე
ანდრო სიდორენკო
ბექა მოსიძე
აკაკი ნადირაშვილი
მუხრან გაფრინდაშვილი
კოტე მანჯავიძე
გიორგი ჯალალი
კახა კვიციანი
დათო ქადეიშვილი
მათ არც იციან, რომ ამ სტატუსს ვაქვეყნებ. თავიდანვე მითხრეს, ჩუმად ვაკეთებთო.
მე კი მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ მადლობა არ დაგვავიწყდეს და თან, სხვებისთვისაც მაგალითი იყოს", - წერს ჩანადირი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა