არის მცდელობა, შეიზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედება და უმცირესობათა უფლებები, რაც სრულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფასეულობებს – მიქსერი
ევროპარლამენტარმა, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის წევრმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა:
,,საქართველოსთან დიდი ხანია ვმუშაობ და თავს საქართველოს მეგობრად ვთვლი. ამ წლების განმავლობაში ყოველთვის მაოცებდა ქართველი ხალხის ერთგულება ევროკავშირის და ევროპული ფასეულობების მიმართ.
სამწუხაროდ, ბოლო დროს ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები ეჭვის ქვეშ აყენებს ევროკავშირისკენ ამ მისწრაფებას. სადავო კანონების მიღება, ჩვენ ვთვლით, რომ არის მცდელობა, შეიზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედება და უმცირესობათა უფლებები, რაც სრულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფასეულობებს.
ევროპული ინსტიტუტები მხარს უჭერენ საქართველოს და მის კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს, რადგან საქართველოს მთავრობა მოქმედებს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ“