თეგებით ძიება

"აღმომაჩინე" - შევარჩევ ერთ ოჯახს და კვირაში 4 დღე მათთან ერთად ვიქნები" - რას აპირებს დომენიკ მანგო?

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო სოციალური ქსელის მომხმარებლებს თავის გეგმებს უზიარებს:

"ჩემი საკუთარი გადაცემის გაკეთებას ვაპირებ, სახელად "აღმომაჩინე". იდეა შემდეგშია: მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველ კვირას შევარჩევ ერთ ოჯახს და კვირაში 4 დღის განმავლობაში ამ ოჯახთან ერთად ვიქნები. განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა, სიმდიდრისა თუ სიღარიბისა, სადაც ვიქნები იქ გავიზიარებ ცხოვრების იმ სტილს, რომელშიც ცხოვრობს თავად ოჯახი. მივეხმარები საქმეში, გავიზიარებ მათ საკვებს, დავიძინებ მათ სახლში. გადაცემის მიზანია საზოგადოებრივი ცხოვრების არეკვლა და იმ გულწრფელობის სიღრმეებში ჩასვლა, რომელიც როგორც წესი კამერებში არასდროს არ ჩანს. ამ გადაცემის მეშვეობით ჩვენ ერთად აღმოვაჩენთ ადამიანებს და იმ საინტერესო საკითხებს, რომელიც ჯერ აღმოუჩენელია", - წერს დომენიკ მანგო.

"აღმომაჩინე" - შევარჩევ ერთ ოჯახს და კვირაში 4 დღე მათთან ერთად ვიქნები" - რას აპირებს დომენიკ მანგო?



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა