თეგებით ძიება

"ქართული მედიის დამსახურებაა ივანიშვილის იქ ყოფნა, სადაც ჩაწერეს, ეს მოგებული ომია" - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "ტვ პირველთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართული მედიის დამსახურება ბიძინა ივანიშვილის იმ საერთაშორისო დოკუმენტებში მოხვედრა, სადაც ჩაწერეს და ასევე ის გადაწყვეტილებები, რაც "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით მიიღეს.

"ქართული მედიის დამსახურებაა ბიძინა ივანიშვილის იქ ყოფნა, სადაც ჩაწერეს, ის გადაწყვეტილებები, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით მიიღეს, გამანადგურებელი გადაწყვეტილებები, დიდი ბოდიში, მაგრამ მედიას მეტი ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია, ეს მოგებული ომია, მაგრამ სხვა ტიპის ომებს, იგებენ საზოგადოებები. მე ბევრჯერ მითქვამს, თავის დროზე გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად რომ გამოცხადდა რ2 და ასე შემდეგ, ეს არის არასწორი. მედია სახელმწიფო ხელისუფლებას ვერ ცვლის, იგი აჩვენებს საზოგადოებას და აჩვენებს საერთაშორისო თანამეგობრობას რა ხდება რეალურად. ჩვენ ჩვენი მისია შესრულებული გვაქვს, დანარჩენი სხვისი შესასრულებელია, არის რაღაცეები, რასაც ჩვენ ჩვენი ძალებით ვერ გავაკეთებთ.

ლექსო ლაშქარავაზე რაც არ უნდა ეთქვა სამარცხვინო პროკურატურას, მის სიკვდილთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ, რაზეც არ მოქმედებს ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდა, ეს არის დასავლეთი, დასავლეთი რას ამბობს, ლექსო ლაშქარავაზე და რა კონტექსტში მოიხსენიებს, ჩვენ ამას ვხედავთ, ნარკომანებს, რომლებიც მოკვდნენ "პერედოზიზსგან" ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არ წერენ საერთაშორისო დოკუმენტებში, არ წერენ, ასე არ ხდება მარტივად და წერტილი. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ასეა, და ეს ომი ჩვენ მოგებული გვაქვს", - თქვა ნიკა გვარამიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა