თუ გამოიკვეთა, რომ რუსეთი ამ ომს აგებს, ხელისუფლებას ბრიუსელში ვერავინ ჩაასწრებს - ვახტანგ ძაბირაძე
ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე "პალიტრანიუსის“ ეთერში აცხადებს, რომ საქართველოში ომი უკრაინის ომს ვერაფრით წაადგება და დასავლეთს კი დამატებით ტვირთად დააწვება.
"ამ ომმა მთლიანად შეცვალა მთელი სამყარო. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს რუსეთისთვის იოლი გასეირნება არ იქნებოდა. ვინ ვინ და რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინაში გასეირნება ვერ იქნებოდა ისეთი როგორიც ეს საქართველოში.
ჯერჯერობით ხელისუფლება იმას ცდილობს, რომ შუაში იყოს. მგონია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ გამოიკვეთება სასწორი ვის მხარეს იხრება. ხელისუფლებისთვის გაცილებით ადვილია ევროპარლამენტარები გააკრიტიკოს, ვიდრე რუსეთზე რამე თქვას. ხიფათი რუსეთიდან მოდის. პირდაპირი საფრთხე რუსეთიდან მოდის, ვსაუბრობ ხელისუფლებაზე და პირველ პირებზე.
ამიტომაც, ძალიან რთულ დღეში არიან. თუ გამოიკვეთა, რომ რუსეთი ამ ომს აგებს და ჩემი ღრმა რწმენით ეს ასე იქნება, ბრიუსელში ხელისუფლებას ვერავინ ჩაასწრებს, მაგრამ სანამ ასეთი გაურკვეველი სიტუაციაა მანამდე იმ პოზიციას შეინარჩუნებს, რა პოზიციაც ახლა აქვს. რუსეთმა ბრწყინვალედ იცის საქართველოში რა ხდება, იციან როგორი საზოგადოების განწყობა. მინიმუმ 80%0-ს ევროპული არჩევანი აქვს გაკეთებული“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.