3 ივლისს აქციის ორგანიზატორებმა ვიღაცის იმედები გააცრუეს და ვიღაცის გადაჭარბებით შეასრულეს - იაგო ხვიჩია
ოპოზიციონერი დეპუტატი, იაგო ხვიჩია 3 ივლისს აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ ორგანიზატორებმა ვიღაცის იმედები გააცრუეს და ვიღაცის გადაჭარბებით შეასრულეს.
„ვიღაცის იმედები გააცრუეს და ვიღაცის – გადაჭარბებით შეასრულეს. ვფიქრობდი, რომ ეს ხალხი საბოლოო ჯამში აქციას დაშლიდა და ეს იმედები გადაჭარბებით შესრულდა. ვინც ფიქრობდა, რომ ესენი რევოლუციას მოაწყობდნენ და ტექნიკურ მთავრობას დანიშნავდნენ, მათი იმედები გაცრუვდა. მაინც მგონია, რომ კარგი დავალების შესრულება უფრო იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ ვისი დავალების შესრულება იყო ეს, ხვიჩიამ აღნიშნა: „ვისაც აქციის ასე დაშლა აწყობდა. „ქართული ოცნების“ ინტერესები ნებსით თუ უნებლიეთ გაატარეს“.