თეგებით ძიება

ივანიშვილი ახლა უნდა დაფიქრდეს, ფული ურჩევნია თუ ძალაუფლება - რომან გოცირიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის შეფასებით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილი ახლა უნდა დაფიქრდეს ფული ურჩევნია თუ ძალაუფლება, რადგან ორივე ერთად ვეღარ ექნება.

როგორც ის აღნიშნავს, საკმარისია, ივანიშვილის ოჯახის წევრებიც დასანქცირდნენ და მთელი მისი ბიზნესიმპერია ჩამოიშლება.

"მოკლედ რომ შევაჯამოთ ივანიშვილის სანქციები:

ოჯახს არ შეეხო, ვიზეც არის გადაფორმებული მთელი ქონება.

იურიდიულ პირებს არ შეეხო ( პირველ რიგში ფონდ “ქართუს”, სადა არის თავმოყრილი მისი ქონების უდიდესი ნაწილი).

შეეხო ბიძინას, როგორც ფიზიკურ პირს ( ან იმ კომპანიებს, სადაც ფლობს 50 პროცენტზე მეტ წილს პირადად. ასეთი ალბათ არც არსებობს. ამაზე იზრუნა).

ყოველივე ამის შედეგად მიიღო უზარმაზარი რეპუტაციული ზიანი, მოიკვეთა ცივილიზებული სამყაროსგან და ფაქტობრივად ყურებით არის დაჭერილი.

საკმარისია ოჯახის წევრები დასანქცირდნენ და მთელი მისი ბიზნესიმპერია ხუხულასავით ჩამოიშლება. ეს დომინოს ეფექტით კოლოსალურ გავლენას მოახდენს ქართულ ბიზნესზეც, გამომდინარე მისი კავშირებიდან. სწორედ ამის გამო არ გაწირეს ბოლომდე. თუ საჭირო გახდა, ამასაც იზამენ.

ახლა უნდა დაფიქრდეს, რა ურჩევნია, ფული თუ ძალაუფლება. ორივე ერთად უკვე არ გამოდის",- დაწერა რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა