თეგებით ძიება

საბერძნეთში "კაწროს" მამა დააკავეს - ნახეთ, დაკავებული ქართველი კრიმინალების სია

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ძარცვის, ქურდობის და ყაჩაღობის ბრალდებით, საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს.

"მთავარი არხის" ცნობით, დაჯგუფების მეთაურად ბერძნული მედია "კანონიერ ქურდს", 72 წლის კაკო ბილანიშვილს ასახელებს და მის ფოტოსურათებს აქვეყნებს.

ცნობისთვის, კაკო ბილანიშვილი ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" მამაა, რომლის სახელიც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჟურნალისტური გამოძიებებისასა ამოტივტივდა და ამის შესახებ მაშინ პირველად, "მთავარმა არხმა" და ნიკა გვარამიამ ისაუბრა.

ბილანიშვილის გარდა, დაკავებულები არიან: 33 წლის ბექა ბალახაძე, 31 წლის ლიკა ჟვანია, 26 წლის ზაზა თევზაძე, 38 წლის დავით რუბაშვილი , 30 წლის მიხეილ შანყულაშვილი, 27 წლის ჯემალ ლეჟავა, 32 წლის ლაშა ჯიმშიტაშვილი, 31 წლის ოთარ თხელიძე, 41 წლის რაშიდ მაჰმუდი, 31 წლის გიორგი ჯვარშეიშვილი, 38 წლის შალვა კუხიანიძე, 41 წლის დავით ბარძიმაძე.

საერთო ჯამში, მათ მიერ ნაძარცვი ნივთების ღირებულება 434 ათას ევროს აჭარბებს. სულ დადგენილია ძარცვის 47-მდე შემთხვევა.

ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ადგილობრივი პოლიციელების სახელზე გაფორმებული, რაც აჩენს ეჭვს, რომ ქართველების დაჯგუფებამ სამართალდამცველების სახლებიც გაქურდა.

მედიის ინფორმაციით, ნაძარცვის რეალიზაცია ძირითადად ათენში მდებარე ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ხდებოდა, რომლის მფლობელიც ასევე დაპატიმრებულია. დაკავებულთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია, ნაწილი კი საბერძნეთიდან რამდენიმე წლის წინ გააძევეს, თუმცა შეცვლილი გვარით მათ უკან დაბრუნება მაინც მოახერხეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა