თეგებით ძიება

ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს. როგორც კობახიძემ განაცხადა, "ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი ადამიანი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მის მედიასაშუალებებთან".

„კანონი უნდა დაზუსტდეს სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ჩვენ წარმოვადგინეთ გეგმა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებელ სუბიექტებს, ანუ კონკრეტულ ფორმატში იქნება განხილული ეს თემა. დეტალები უნდა დაზუსტდეს სამუშაო ფორმატში ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, მათ შორის, ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინული კანონიც შეიძლება გამოვიყენოთ ამისთვის. სამუშაო ჯგუფი უნდა შეჯერდეს იმაზე, თუ რა არის ოლიგარქის ცნება, ვინ არის ოლიგარქი და ვის მიესადაგება საქართველოში ეს ცნება. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ოლიგარქის ცნება არავითარ შემთხვევაში არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს ერთი მარტივი მიზეზის გამო. კლასიკური დეფინიციით, ოლიგარქი არის ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული სოლიდური თანხა და ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში ან ფლობს გავლენას მედიაზე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არც პოლიტიკაშია ჩართული, არც მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში. არცერთი ფაქტი არ არსებობს ამ კუთხით. შესაბამისად, ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი ადამიანი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მის მედიასაშუალებებთან. ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი“, - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა