მოერიდეთ, საქართველოში თან ატაროთ ძვირფასი ნივთები და დიდი თანხა - საუდის საელჩო თანამემამულეებს აფრთხილებს
საუდის ოფიციალური გამოცემები ბოლო პერიოდში ხშირად ავრცელებენ საქართველოში საუდის საელჩოს განცხადებებს, რომელიც მოუწოდებს თანამოქალაქეებს, ქვეყანაში ყოფნის პერიოდში მოერიდონ საეჭვო ადგილებში გადაადგილებისგან, ამასთან, თან არ იქონიონ ძვირფასი ნივთები, დიდი თანხა და არ ეკონტაქტონ უცხო ადამიანებს. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის საელჩომ საქართველოში ადრეც გააფრთხილა ქვეყანაში მყოფი მოქალაქეები, მოერიდონ გაძარცვას.
შეამჩნეულია, რომ ზოგიერთი საუდელ ტურისტს თბილისში ყოფნისას პროფესიონალურად ატყუებენ და ძარცვავენ.
საელჩოში ხშირად შემოდის ინფორმაცია, რომ მოქალაქეები თბილისის ცენტრში, მარჯანიშვილის ქუჩაზე და ბათუმში, ევროპის მოედანზე, გაძარცვეს.
"მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებისგან და მოერიდონ უცხო ადამიანებთან კონტაქტს, ასევე არ ატარონ ძვირფასი ნივთები, როგორიცაა საათები და სამკაულები, გარდა იმისა, რომ არ ატარონ დიდი თანხები.
თუ მოქალაქეებს შეექმნებათ რაიმე პრობლემა, ან როცა მათ რაიმე სჭირდებათ, ან უბრალოდ სურთ დახმარების თხოვნა, დაუკავშირდნენ საელჩოს ტელეფონით 00995598033300, ან ელექტრონული ფოსტით: [email protected]", - ნათქვამია საუდის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.