თეგებით ძიება

კალაძე-წულუკიანის დაპირისპირება - კულტურის მინისტრი შენობის ფასადს უკანონოდ აახლებს

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროს ფასადს იწუნებს და სარემონტო სამუშაოებს უკანონოდ იწყებს. აღსანიშნავია, რომ რემონტის წამოწყებაზე დედაქალქის მერს თანხმობა არ მიუცია და კულტურის მინისტრმა გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო.

ოპოზიცია მუნიციპალურ ინსპექციას მოუწოდებს, კულტურის სამინისტროს ისტორიული ფასადის უკანონო სარემონტო სამუშაოებზე მოკვლევა დაიწყოს.

"შეიძლება წულუკიანს სურდეს, მისი სამინისტროს შენობის ფასადიუს გარემონტება, მაგრამ თავად უკვე რემონტს აღარ ექვემდებარება და ამას ადასტურებს ზუსტად ის, რომ უნებართვოდ მოინდომა სამშენებლო სამუშაოების წარმოება. ამისთვის აუცილებელია, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ თავისი პოზიცია დააფიქსიროს, მიმდინარეობს თუ არა კულტურის სამინისტროს შენობაზე უკანონო სამშენებლო სამუშოაები და მიიღოს შესაბამისი ზომები, თუმცა, არ არის პირველი სემთხვევა და ალბათ არც ბოლო, როდესაც „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს ხელს აფარებენ", - ამბობს საბა ბუაძე.



წყარო - "ტვ პირველი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა