თეგებით ძიება

კარგი ამბავი მაქვს...საქმე ეხება ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას - დავით არახამია სანქციებს აანონსებს

უკრაინის რადას დეპუტატი, დავით არახამია "ქართული ოცნების" დამფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირებას აანონსებს.

"კარგი ამბავი მაქვს. მაკფოლმა განაცხადა, რომ უახლოეს სანქციების პაკეტში განიხილება სანქციები საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის მიმართ. პირველ რიგში, მინდა საქართველოს მოქალაქეები დავამშვიდო, ქართველი ხალხი არ დაზარალდება. საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა დეოლიგარქიზაციაა. შესაბამისად, საჭიროა დახმარება ოლიგარქის გავლენების შესამცირებლად ქართულ პოლიტიკასა და ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში.

იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დაიპყრო ხელისუფლების ყველა შტო საქართველოში, ბუნებრივია არის პრობლემა, თუ როგორ მოხდეს ამისგან გათავისუფლება ან მისი მინიმიზაცია, ყველა ძალოვანი სტრუქტურა კონტროლდება ივანიშვილის წარმომადგენლების მიერ, პოლიტიკური სტრუქტურები, მთავრობა, საკვანძო სამინისტროები, ამიტომ, სამწუხაროდ, საქართველო ამ ხაფანგს დამოუკიდებლად თავს ვერ დააღწევს. საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვებიან ამ საკითხში და სწრაფად და ეფექტიანად დაგეხმარებიან. თვალს ვადევნებთ საინფორმაციო სიახლეებს ამერიკიდან და ევროკავშირიდან“, - განაცხადა არახამიამ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა