თეგებით ძიება

რა გახდა 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი - ოჯახი შოკისმომგვრელ დასკვნას ასაჯაროებს

ოჯახი რეგულირების სააგენტოს 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზებს ასაჯაროებს.

ირკვევა, რომ შვიდმა ექიმმა დანაშაულებრივი დაუდევრობა ჩაიდინა. ვახტანგ ჩარკვიანის მამა ამბობს, რომ იყო დღეები, როცა მის კოვიდინფიცირებულ შვილთან ექიმი საერთოდ არ შედიოდა და მას საჭირო მკურნალობა არ უტარდებოდა.

ოჯახი, მედ-პერსონალის სახელებისა და გვარების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

"დამტკიცებულია ის გარემოება, რომ ნამდვილად ითხოვდა საკვებს, ნამდვილად ითხოვდა წამალს, ყურადღებას რომ არ აქცევდნენ, ექიმიც არ შედიოდა. ექიმების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 26 საათის განმავლობაში არ არის შესული ექიმი, ასევე 18 საათი, 16 საათი, 12 საათი, სადაც უკვე მძიმდებოდა ჩემი შვილის მდგომარეობა, - ამბობს გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა.

ოჯახის ადვოკატების თქმით, მათ გამოავლინეს ყველა სავარაუდო დარღვევა, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებობს და კლინიკა არაერთ სიცრუეში ამხილეს.

"პაციენტს არ ჩატარებია ანალიზები, პირდაპირ დაუწყეს ძლიერი მედიკამენტებით მკურნალობა. ამასთან ერთად, მას დაუმატეს ნარკოტიკული ნივთიერება. ვახო ჩარკვიანს კლინიკაში შესვლიდან 21-ე დღეს გაუკეთეს მხოლოდ ანალიზები. ჩვენ ველოდებით, რომ გენერალური პროკურატურა მიიღებს, სავარაუდოდ, კანონიერ გადაწყვეტილებას და ყველა ის დამნაშავე ექიმი დასხდებიან საბრალდებო სკამზე, - ამბობს ადვოაკტი.

შვიდივე მედიკოსი, რომლებმაც, სავარუდოდ, პაცენტის მიმართ გულგრილობა გამოიჩინეს, ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობენ.

ფაქტს კლინიკის დირექტორი "ტვ პირველთან" საუბარში ადასტურებს.

"ეს ექიმები დიახ, ისევ მუშაობენ კლინიკაში. ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს, ასევე რეგულირების სააგენტოც გადის ამ საკითხს და როგორც კი იქნება საბოლოო დასკვნები, აუცილებლად გაგცემთ პასუხს ყველა კითხვაზე“. - ამბობს კლინიკის დირექტორი.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა მისი ოჯახის განცხადებით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს კოვიდი დამარცხებული ჰქონდა.

წყარო - "ტვ პირველი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა