თეგებით ძიება

ცოცხლად კლავენ ჩვენს თვალწინ საქართველოს მესამე პრეზიდენტს - თაკო ჩარკვიანი

"კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის შესახებ საუბრობს.

"არავინ არ აპირებს შეჰყვეს „ქართულ ოცნებას“ რაიმე დიალოგში. ყველაფერი მათ ხელშია. თუ არ დათმო სასამართლო, პროკურატურა, როგორ უნდა მოხდეს დეესკალაცია?! საქართველო შეიძლება ჩარჩეს რუსულ ჭაობში. იმ ადამიანებმა, ვინც გარეთ იყვნენ გამოსული ძალიან დიდი საქმე გააკეთეს, მათ შეცდომებზე არ ვისაუბრებ. შეცდომა მოსდის მას ვინც მოქმედებაშია, უმოქმედო კაცია ყოველთვის საშიში. აქციები პრაქტიკულად რეფერენდუმი იყო.

ბერკეტი არის ხელისუფლების ხელში. 2 ადამიანი კვდება ციხეში. ხალხნო! თავი საქართველოს გვეჭრება, გარდა იმისა, რომ უკვე მოგვეჭრა რომ სამეულის გარეშე დაგვტოვეს. უბრალოდ სირცხვილია, ცოცხლად კლავენ ჩვენს თვალწინ საქართველოს მესამე პრეზიდენტს. მმართველმა პარტიამ კეთილი ინებოს და დაიწყოს 12 პუნქტის შესრულება. ისევ დავდგებით, ისევ გამოვა ხალხი - 12 პუნქტი შესრულდება. ხალხის გამოსვლის ეშინია ოლიგარქს მეტი არაფრის“, - აცხადებს „კანონის და სამართლის“ ლიდერი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა