თეგებით ძიება

"დრო ხომ არ არის, ვიყოთ ნაკლებად ეგოისტები... ყველაფერი კარგად იქნება, მალე ესეც გაივლის..." - ანუკი კუპრაძე

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანუკი კუპრაძე ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს:

"წარმოიდგინე, რომ დაიბადე 1900 წელს... ხარ 14 წლის. პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და დამთვრდა, როცა ხარ უკვე 18 წლის და დაღუპულთა რაოდენობა შეადგენს 22 მილიონს.

მალე მსოფლიოში ვრცელდება გრიპი სახელწოდებით ,,ესპანეთი,, და იღუპება 50 მილიონი ადამიანი. შენ ცოცხალი ხარ, თავისუფალი და ხარ 20 წლის.
29 წლის ასაკში მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან დაწყებული კრახის გამო, შიმშილობა და უმუშევრობაა.
სათავეში მოვიდნენ ნაცისტები და 33 წლის ხარ.

39 წლის ხარ, როცა იწყება მეორე მსოფლიო ომი და მთავრდება, როცა ხარ 45 წლის. დაღუპულთა რაოდენობა მოითვლის 60 მილიონ ადამიანზე მეტს.
52 წლის ასაკში იწყება ომი კორეაში. 64 წლის ასაკში იწყება ვიეტნამის ომი და მთავრდება როცა ხარ 75 წლის.
პატარა, რომელიც დაიბადა 1985 წელს, ფიქრობს რომ, ბებია და ბაბუა გაგებაში არ არიან რა რთულია ცხოვრება.

ბიჭი, რომწლიც დაიბადა 1995 წელს და 25 წლის არის, ფიქრობს რომ ეს ქვეყნის დასასრულია, როცა გზავნილი ამაზონიდან აგვიანებს 3 დღეს ან ვერ აგროვებს 15 მოწონებას (like) ფეისბუქში ან ინსტაგრამზე ატვირთული ფოტოს გამო.

2022 წელს, ბევრი ჩვენგანი ცხოვრობს კომფორტში, გვაქვს შემოსავალი, ათასი გასართობი, ხშირად იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა.
მაგრამ ადამიანებს ყველაფერზე წუწუნი გვჩვევია და უკმაყოფილო ვართ ჩენი ყოფით.

ჩვენ გვაქვს ელექტროენერგია, მობილურები, საკვები, ცხელი წყალი და თავზე ჭერი.
ადრე ეს ყველაფერი არ არსებობდა.

ხალხმა, მთელს მსოფლიოში ისეთი კატასტროფები და უბედურებები გადაიტანეს, რომ ამის მიუხედავადაც კი არ დაუკარგავთ ცხოვრების ხალისი.
დრო ხომ არ არის ვიყოთ ცოტა ნაკლებად ეგოისტები და მოვრჩეთ მოთქმას და გოდებას.
ადრეც იყო ასეთი რთული პერიოდი, მაგრამ გადარჩა ხალხი. ყველაფერი კარგად იქნება მალე ესეც გაივლის...", - წერს ანუკი კუპრაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა