თეგებით ძიება

ვინ არის ქართველი კაცი, რომელსაც ცოლის მკვლელობაში მსჯავრდებული ბერძენი მისი ლიკვიდაციის მცდელობაში ადანაშაულებს

გახმაურებული მკვლელობის შესახებ, რომელიც შარშან ზაფხულს საბერძნეთში მოხდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ბერძნული მედიის ცნობით, გარდაცვლილი 20 წლის ქეროლაინ კრაუჩის მეუღლე, რომელიც გოგონას მკვლელობაშია ბრალდებული და უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, აცხადებს, რომ ქართველებმა საპატიმროში მისი ლიკვიდაცია დაუკვეთეს და რამდენიმე თვის წინ, მუქარის შემცველი შეტყობინებაც მიიღო.

ბერძენი ქმარი და ბრიტანეთში დაბადებული ქეროლაინ კრაუჩის მკვლელი ამტკიცებდა, რომ ციხეში ცემის შემდეგ მისი სიცოცხლე საფრთხეშია.

ამის შესახებ ყოფილმა პილოტმა ბაბის ანაგნოსტოპულოსმა განაცხადა:

„არსებობენ ისეთები, ვისაც ჩემი სიკვდილი უნდა. ამა წლის 19 იანვარს კორიდალოსის ციხის მე-6 განყოფილებაში მითხრეს, რომ მკვლელს უზარმაზარ თანხას სთავაზობდნენ ჩემს მოსაკლავად“, - თქვა ქეროლაინ კრაუჩის ყოფილმა ქმარმა, ანაგნოსტოპულოსმა.

ანაგნასტოპულოსი კარანტინს შაბათს ტოვებს და თავის საკანში გადაიყვანენ, როგორც მსჯავრდებულს. მას სურს კორიდალოსში დაბრუნება საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.

ანაგნოსტოპულოსი სამუდამო მსჯავრს გასული წლის მაისში, 20 წლის ქეროლაინის 11 თვის ქალიშვილის თვალწინ დახრჩობისთვის იხდის.

ქეროლაინი სიკვდილამდე აწამეს და ბალიშით გაგუდეს, ეს საზარელი შემთხვევა ათენში მოხდა. ქმარმა, ანაგნოსტოპულოსმა კვალის დაფარვის მიზნით ძარცვის ინსცენირება მოაწყო და თავიანთი ძაღლი როქსი მოკლა.

34 წლის კაცი ამტკიცებდა, რომ ალბანური ბანდა იყო პასუხისმგებელი ქეროლაინის სიკვდილზე, მაგრამ საბოლოოდ ცოლის მკვლელობა აღიარა.

მაშინ, მკვლელობიდან სამი დღის შემდეგ, 2021 წლის 14 მაისს, ბერძნულმა პოლიციამ ბულგარეთის საზღვართან მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ქართველი მამაკაცი დააკავეს.

36 წლის გიორგი ხარძეიშვილი სკამზე იყო მიბმული და ოთხი დღის განმავლობაში მისგან 20 წლის ქალის მკვლელობის აღიარებას ითხოვდნენ.

ხარძეიშვილმა ქართულ მედიას განუცხადა:

„მე ოთხი დღე მიბმული ვიყავი და მცემდნენ. მითხრეს, ამ გოგოს მკვლელობა მეღიარებინა.

„არ ვიცოდი რა ხდებოდა, ამ გოგოს შესახებ არც კი გამიგია არაფერი. მორიგეობით ძალიან მაგრად მცემდნენ, ტვინის შერყევა მქონდა.

როცა ერთი დაიღალა, ჩემი ცემა მეორემ დაიწყო. სულ მეუბნებოდნენ: „გვითხარი, როგორ მოკალი, როგორ შეხვედი სახლში, როგორ გამოხვედი?“
მას შემდეგ, რაც მოკლულის ქმარი გაასამართლეს, სამი ოფიცერი ხარძეიშვილისთვის მიყენებული დაზიანებების გამო დააქვეითეს.

იმავდროულად, წყარომ თქვა მკვლელი ქმრის თავდასხმების შესახებ:

„ეს ყველაფერი შურისძიების მიზნით მოხდა იმის გამო, რაც მოხდა ქართველ კაცთან, რომელიც პოლიციამ დააკავა და აწამა ქეროლაინის მკვლელობასთან დაკავშირებით.

კაცი, რომელიც თავს დაესხა ბაბისს, ქართველი იყო და იცოდა, რა დაემართა მის თანამემამულეს და შურისძიება სურდა, ამბობდა, რომ მის მოკვლას აპირებდა”.


წყარო - primetime


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა