თეგებით ძიება

მაქვს გეგმა, როგორ უნდა ვაიძულოთ ივანიშვილი, გამოვიდეს ჩრდილიდან – გია ხუხაშვილი

ექსპერტის, გია ხუხაშვილის თქმით, "დღეს ისეთი ვითარებაა, ბიძინა ივანიშვილს ყველაფერის უფლება აქვს, ყველაფერს აკეთებს და არაფერზე პასუხისმგებელი არ არის".

"სამწუხაროდ, ჩვენ მთელი პოლიტიკური ელიტის კრიზისი გვაქვს. მე არ მაქვს პრეტენზია, რომ მე რაღაცას ვამბობდი და ოპოზიცია ბოლოს დაეთანხმა ჩემს მოსაზრებას. თუ დღეს ისე ფიქრობენ, ჩემსავით, ხედავენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარდა სხვა არავისთან და არანაირ საკითხზე აზრი არ აქვს მოლაპარაკებას, იმოქმედონ მერე, რომ ეს კაცი გამოვიდეს დღის სინათლეზე, აიღოს პასუხისმგებლობა. დღეს ისეთი ვითარებაა, ივანიშვილს ყველაფერის უფლება აქვს, ყველაფერს აკეთებს და არაფერზე პასუხისმგებელი არ არის. ხომ ხედავთ, პოლიტიკური სოციოპათების პირით გველაპარაკება, როგორიც ირაკლი კობახიძე და სხვები არიან. ასე არაფერი გამოვა. პოლიტიკოსებმა უნდა მოიფიქრონ, რა წესით გამოგვყავს ბიძინა ივანიშვილი ჩრდილიდან. ეს უნდა მოიფიქრონ და შესაბამისად იმოქმედონ. ასე იყოსო, ზეპირად რომ ამბობ, ეგ ერთია, მაგრამ მოქმედების გარეშე არაფერი გამოვა. გეგმა უნდა ჰქონეთ, როგორ გამოიყვანონ ის კაცი ჩრდილიდან", - განაცხადა ხუხაშვილმა "ალიასთან" ინტერვიუში.

– თქვენ არ გაქვთ გეგმა, თუ როგორ არის შესაძლებელი ბიძინა ივანიშვილის კულისებიდან სამზეოზე გამოყვანა?

– მე მაქვს გეგმა, მაგრამ ამაზე ხომ არ ვილაპარაკებ ხმამაღლა?!

– პოლიტიკოსებს რომ მიაწოდოთ თქვენი გეგმა და მათ იმოქმედონ მაგ გეგმის მიხედვით?

– მე ვიცი, როგორ უნდა ვაიძულოთ ბიძინა ივანიშვილი, გამოვიდეს ჩრდილიდან.

– მაგრამ ჯერ მაინც არ ამბობთ.

– არა, „ჯერზე“ არ არის საქმე, ამას მოქმდება უნდა, მარტო ლაპარაკი არ უშველის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა