თეგებით ძიება

ხულოში გზა ჩაინგრა და ტრაილერი ჩავარდა

ხულოში, სოფელ ტაბახმელაში, ცენტრალური გზის ნაწილი ჩაინგრა და ტრაილერი ჩავარდა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

თვითმხილველის თქმით, გზის ჩავარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ამ დროისთვის მოსახლეობა ტრაილერის ამოტანას ცდილობს. გადაკეტილია ცენტრალური გზის ნაწილი.

ადგილობრივი მცხოვრების თქმით, გზის ქვეშ წყალი გადის და სავარაუდოდ, ამან გამოიწვია გზის ჩავარდნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა