თეგებით ძიება

ავარიით გარდაცვლილი ქალის შვილებს დახმარება სჭირდებათ - კაკაბეთში დატრიალებული ტრაგედია

საგარეჯოში ავარიით გარდაცვლილი ქალის შვილებს დახმარება სჭირდებათ.

8 წლის ლიზი და 17 წლის გიორგი ფილაურები, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სოფელ მანავში, დედ-მამასთან ერთად დაშავდნენ.

სოფელ კაკაბეთში მცხოვრები 41 წლის ნინო ნანუაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამა მსუბუქად დაშავდა, და-ძმა კი, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ჯგუფმა, თბილისში, „ამტელ-ჰოსპიტალში“ გადაიყვანა.

ექიმების განმარტებით, არასრულწლოვნებს მძიმე მოტეხილობები აქვთ და გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარდათ.
ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ და-ძმამ დედის გარდაცვალების შესახებ არ იცის და არც ერთმანეთის მძიმე მდგომარეობაზე აქვს ინფორმაცია.

„დედა რომ გარდაიცვალა, არ იციან. არც ერთმანეთზე ეუბნებიან. ჩაუტარდა ორივე ბავშვს ოპერაცია, თუმცა ჯერ კიდევ ბრძოლაა საჭირო ბოლომდე გამოჯანმრთელებისთვის და ამაში ჩვენი დახმარება სჭირდებათ“, - ამბობს ახლობელი „პრაიმტაიმთან“.

დაშავებული არასრულწლოვნების მკურნალობას გარკვეული თანხა სჭირდება, რის შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს.

„ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლით სავსე ბავშვები!! –და-ძმის გადასარჩენად“ ,,ფეისბუქში" ჯგუფი შეიქმნა, რომელიც საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა, 2 ივლისს, სოფელ მანავში მოხდა.

ერთმანეთს ტრაილერი და მინივენი შეეჯახა, გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი მგზავრი.

წყარო - primetime


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა