თეგებით ძიება

ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ -მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობისთვის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

"მინდა ასევე აღვნიშნო სიამაყით, სიმბოლურია, რომ ჩვენ წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წლისთავს, ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ბატონო კანცლერო, მოწვევისთვის.

როგორც ბატონმა კანცლერმა აღნიშნა, ჩვენთვის, ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, ჩვენ ველოდებოდით ევროკომისიის გადაწყვეტილებას. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება შეფასებულ იქნას, როგორც ისტორიული, როგორც ეს თავად ევროპელებმა ლიდერებმა განაცხადეს. ქართველები ვიზიარებთ საერთო ევროპულ ღირებულებებს, ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, დიდი ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის ევროპული პერსპექტივის მონიჭება არის წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის აღიარება და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ,“- განაცხადა პრემიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა