"გთხოვთ დაგვეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში" - ოჯახი 85 წლის მოხუცს ეძებს
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი 85 წლის ნოდარ შუშიაშვილს ეძებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოხუცი სახლიდან ორშაბათს, 11 ივლისს გავიდა.
ის თბილისში, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, კამერამ 11 ივლისს საღამოს 18:00 საათზე დააფიქსირა. ბოლოს კი, 19:00 საათზე თემქის მიმდებარედ, ზღვის სანაპიროზე.
"მეგობრებო, გთხოვთ დაგვეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში.
ვეძებთ ჩვენს საყვარელ, მოხუც პაპას, რომელიც ორშაბათს, სოფელ ბაზალეთში, სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.
პირველად დაფიქსირდა (სათვალთვალო კამერებში) 11 ივლისს, ორშაბათს, დიდუბეში – სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე, 18:00 საათზე.
რის შემდეგაც, პოლიციის გამოძიების მიხედვით, ტაქსით წავიდა თემქაზე, თბილისის ზღვის სანაპიროს ცენტრალურ შესასვლელთან (სადაც ბოლო ინფორმაციით იმყოფებოდა).
სამშაბათსა და ოთხშაბათზე ინფორმაცია არ მოგვეპოვება. დღემდე გაურკვეველია მისი ადგილმდებარეობა.
ინფორმაცია გაზიარებულია სხვადასხვა ჯგუფში, მათ შორის თემქის ჯგუფშიც. რადგანაც ეს ჯგუფები დახურულია და მხოლოდ მის წევრებს აქვთ პოსტზე წვდომა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ საჯარო პოსტის გაზიარება, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ეს ინფორმაცია და დაუყოვნებლივ დავეხმაროთ მას.
გთხოვთ, თუ ვინმეს კონტაქტი გქონდათ მასთან ან გაქვთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მომწერეთ ან დაგვირეკეთ შემდეგ ნომერზე: 577371510", – წერს მარიამ ფოლადიშვილი.