„ყოველივე მზაკვრობას სჩადის ოკუპანტი რუსეთი საქართველოს მიმართ და ერთი საყვედური არ დაცდენიათ ივანიშვილს და მის მარიონეტებს კრემლის ბატონების მიმართ“ - გიორგი გუგავა
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, გიორგი გუგავა სოციალურ ქსელში წერს:
„ომზე და ოკუპაციაზე, რომ არაფერი ვთქვათ, ამათ მმართველობისას ოთხოზორია მუხანათურად დახვრიტეს, ტატუნაშვილი და ბაშარული სადისტურად აწამეს, მუდმივად იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს და გადაჰყავთ ციხეში, ყოველდღე ღობავენ ქართულ მიწებს, ხალხს სალოცავებსა და წინაპრების საფლავებზე არ უშვებენ და ა. შ.
ყოველივე მზაკვრობას სჩადის ოკუპანტი რუსული იმპერია საქართველოს მიმართ და ერთი საყვედური არ დაცდენია, არც ივანიშვილს და არც მის მარიონეტებს კრემლის ბატონების მიმართ, ხოლო ნახენ როგორ მიესივნენ ამერიკას და ლამის ომი გამოუცხადეს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გარანტორია ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობისა (სხვა დახმარებაზე რომ არაფერი ვთქვათ).
ამაზე დიდი ღალატი რა უნდა ჩაიდინონ, ქვეყანა გადააქციეს რუსეთის გუბერნიად“, - წერს გიორგი გუგავა.