თეგებით ძიება

"ყველაზე უბედური ადამიანი ვარ… სოციალური ქსელიდან ვნახულობ დედაჩემის ვიდეოს, როგორ ყვირის, რომ არ ესროლონ…" - სოსო გოგაშვილის შვილი

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი დააკავეს - ამ ფაქტს სოციალურ ქსელში მისი ქალიშვილი, ნინი გოგაშვილი ეხმაურება და წერს, რომ სამართალდამცავებმა მისი სახლიც გაჩხრიკეს.


"ყველაზე უბედური ადამიანი ვარ ჩემს ცხოვრებაში, როცა ჩემი ოჯახის გვერდით არ ვიყავი როცა ბიძინა ივანიშვილოს და ქართული ოცნების დავალებით ჩემს სახლში შევარდნენ იარაღებით, შეაშინეს ჩემი 10 წლის ძმა, დედაჩემი…. და სოციალური ქსელიდან ვნახულობ დედაჩემის ვიდეოს როგორ ყვირის რომ არ ესროლონ... ღმერთს ვთხოვ ჩემს ოჯახს ძალა მისცეს და თქვენ რომ პასუხს აგებთ აუცილებლად, ამაში ეჭვი არ მეპარება!", - წერს ნინი გოგაშვილი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა