გლდანში, #60-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გლდანში, #60-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე მივიდა „ქართული ოცნების“ აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი და პროვოკაციების მოწყობას შეეცადა.
„მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს კონკრეტული პიროვნება, სუს-ის აგენტი
მომაგრებულია ამ უბანზე. იციან, რომ გლდანელები და ოპოზიცია ყოველთვის იგებენ არჩევნებს ამ უბანზე. ის ადამიანებთან მიდის და შეურაცხყოფას აყენებს“,-განაცხადა ეძგვერაძემ.