თეგებით ძიება

"გოგაშვილის გუშინდელი სტატუსი არჩევნების გაყალბების სქემებზე, არის პოლიტიკური სპეკულაცია" - ელისო კილაძე

ჟურნალისტი, ელისო კილაძე სუს-ის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"გოგაშვილის გუშინდელი სტატუსი არჩევნების გაყალბების სქემებზე,არის პოლიტიკური სპეკულაცია.
ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა გასული წლის ოქტომბერში,მას მერე გოგაშვილი იჯდა არაერთ ეთერში და არც ერთხელ არჩევნების გაყალბება არ უხსენებია,თავსაც იწონებდა სახალხო პარტიის შედეგებით.

არჩევნების გაყალბება არის სისხლის სამართლის დანაშაული და თუ პირი გაყალბების ფაქტებს ფლობს და არ ამხელს,დანაშაულს ფარავს(ესეც ახალი ბრალი)
რომელ საელჩოებს გადასცა ფაქტები?-სასამართლო პროცესზე მოგვახსენოს დიდმა"ჩეკისტმა", - წერს ჟურნალისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა