თეგებით ძიება

ჩემსა და გოგაშვილს შორის მისი ოჯახის ლიკვიდაციაზე საუბარი არ ყოფილა - მეუფე იაკობი გოგაშვილის ცოლის განცხადებას უარყოფს

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მეუღლის, თეა მარტყოფლიშვილის განცხადებას ეხმაურება.

"შეხვედრები მქონდა ხოლმე, მარა 4-5 თვე კი არა, მაგაზე დიდი ხანია ისე ხდება, რომ შეხვედრა კი არა სატელეფონო ურთიერთობაც არ მქონია. მეცინება უბრალოდ, ისეთ რამეზეა საუბარი. რას ჰქვია ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმება და ისა? მასეთ სისულელეზე მე არ მისაუბრია არასდროს. უბრალოდ მძიმე სიტუაციაშია ოჯახი, ვერ ვხვდები რა ხდება, მაგრამ ჩემსა და მას შორის ოჯახის ლიკვიდაციაზე საუბარი არ ყოფილა“, - თქვა მეუფე იაკობმა ტელეიმედთან საუბარში.


შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილის ცოლმა განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ, მისი მეუღლე მეუფე იაკობმა გააფრთხილა, რომ იგეგმებოდა მისი და მისი ოჯახის ლიკვიდაცია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა