მდინარე სუფსაში სათევზაოდ წასული კაცი დაიხრჩო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, მდინარე სუფსაში 60 წლამდე კაცი დაიხრჩო.
“სათევზაოდ იყო წასული, როგორც ეტყობა, მდინარეზე მონაცვლეობით გადადიოდა",- თქვა მერის წარმომადგენელმა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ეკიპაჟები.
ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.