წალენჯიხაში კაცმა ძროხა გააუპატიურა - პატრონი მოძალადისგან 3 000 ლარს ითხოვს
მედიაში წალენჯიხაში მომხდარი ზოოფილიის სავარაუდო ფაქტის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. კერძოდ, exclusivetv.ge-ს ინფორმაციით, მამაკაცმა ძროხა გააუპატიურა, ძროხის პატრონი კი სასამართლოში ჩივილით იმუქრება.
"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მკვიდრმა, თურმე, ნუ იტყვით და, სექსუალური კავშირი – არც მეტი, არც ნაკლები – ძროხასთან დაამაყარა, ანუ უფრო ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, საქონელზე იძალადა და გააუპატიურა.
მამაკაცს, რომელიც საქონელთან სექსით „ტკბებოდა“, ალბათ, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მის ზოოფილიურ მიდრეკილებებს მთელი დუნია გაგებდა, ანუ ძროხის პატრონი, როგორც ამბობენ, თავზე წასდგომია და თავში ხელები წაუშენია, ეს რა უბდური დღე გამითენდა, ჩემი „ფაქიზო“ გააუპატიურესო.
ხუმრობა იქით იყოს და, ახლა საქმე შემდეგშია: ძროხის პატრონი მოძალადე მამაკაცს 3 ათას ლარს სთხოვს და ულტიმატუმს უყენებს, თუ არ მომცემ ამ ფულს, სასამართლოში გიჩივლებო.
ვერ გეტყვით, ძროხაზე სექსუალურად მოძალადე მამაკაცი ამ თანხას გადიხდის თუ არა, მაგრამ პირუტყვზე ძალადობა, თურმე, ნუ იტყვით და, კანონით ისჯება!", - აღნიშნულია გვარცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ფაქტი ოფიციალურად დადსასტურებული არ არის.