თეგებით ძიება

საქართველოსთან ხანგრძლივი მეგობრობა გვაკავშირებს და როგორც ძველი მეგობრები, ხანდახან ერთმანეთს არ ვეთანხმებით - კელი დეგნანი

საქართველოსთან ხანგრძლივი მეგობრობა გვაკავშირებს და როგორც ძველი, კარგი მეგობრები, ხანდახან ერთმანეთს არ ვეთანხმებით, - ასე უპასუხა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა "მთავარი არხის" დამფუძნებლისთვის, ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შემფარდებელი მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის შესახებ დასმულ შეკითხვას.

მისი განმარტებით, აშშ-მა ძალიან დიდი დრო დაუთმო საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაზე მუშაობას, შესაძლებლობების განვითარებას და პროფესიონალიზმის გაუმჯობესებას.

"საქართველოსთან ხანგრძლივი მეგობრობა გვაკავშირებს და როგორც ძველი, კარგი მეგობრები, ხანდახან ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ჩვენ უნდა შეგვეძლოს საუბარი ჩვენს უთანხმოებაზე და ამას, როგორც წესი, პირისპირ ვაკეთებთ, რაც ყველაზე ეფექტურია.

ზოგჯერ საჯაროდაც ვსაუბრობთ, თუ ეს საკითხი ჩვენში დიდ შეშფოთებას იწვევს და სწორედ ეს გავაკეთეთ ამ შემთხვევაში. ჩვენ გავავრცელეთ საჯარო განცხადება, რომელიც გამოხატავს აშშ-ის შეშფოთებას, დროულობასა და წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით.

აშშ ამ საკითხში მარტო არ არის, სახალხო დამცველს, რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოს საერთაშორისო მეგობრებს იგივე წუხილი ჰქონდათ. ეს არ არის ის, რაც ფარულად მოხდა, ეს საჯაროდ მოხდა და ეს საკმაოდ ნორმალურია. სტანდარტული პრაქტიკაა.

აშშ-მა ძალიან დიდი დრო დაუთმო საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაზე მუშაობას, შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის გაუმჯობესებას, გამჭვირვალობას, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას და ეს მოიცავდა არაერთ გაცვლას აშშ-ის ექსპერტებსა და ქართველ მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს შორის. ეს არის რუტინული მოქმედებები, რომელიც მუდმივად ხდება. და თუ ვინმეს სურს, არასწორად დაახასიათოს ისინი, ან იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს, ვიდრე აქვს, ეს, ცხადია, მხოლოდ მათი მიზნებისთვისაა", - განაცხადა კელი დეგნანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა