ენმ-ის ცენტრალურ ოფისთან "ოცნების" მხარდამჭერები მიცვივდნენ - იყო ფიზიკური დაპირისპირება
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის ეზოში, სადაც კოალიციის საარჩევნო შტაბია, ოცნების მხარდამჭერები მივარდნენ, რასაც ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
"სულ რამდენიმე წუთის წინ, "ოცნების" ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოცვივდნენ ენმ-ის ოფისთან. ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებს აგებს და რომელიც უკიდურესად შეშინებულია. ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ძალიან მალე ისინი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში. ამ არჩევნებში ოპოზიცია ვიმარჯვებთ დამაჯერებლად და ძალიან მნიშვნელოვანია არ გავფლანგოთ არც ერთ ხმა" განაცხადა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ.