თეგებით ძიება

კელი დეგნანი შეხვდა გადაწყვეტილების მიმღებს და არა ბუტაფორიებს - რომან გოცირიძე

"ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ აშშ-ის ელჩ, კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო შეხვედრაზე ისაუბრა.

"იცის ამერიკის ელჩმა ვის შეხვდეს, ვინ არის რეალური მმართველი, ვინ არის ოლიგარქი, ვინ მართავს ამ ქვეყანას არაფორმალურად და ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები. შეხვდა გადაწყვეტილების მიმღებს და არა იმ ბუტაფორიას, რომლებიც მთავრობაში და პარლამენტში არიან წარმომადგენლები.

შეხვედრის დროს საუბარი იქნებოდა სანქციების შესახებ, გააფრთხილებდნენ მას და ამიტომ ატეხეს ეს ანტიდასავლური კამპანია. ვერ ხვდება, რომ სამარეს თავად ითხრის თავისივე ხელით. არ ასცდება მას სანქციები“, - აცხადებს რომან გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა