თეგებით ძიება

კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში - ირაკლი კობახიძე

სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩიდ, კარლ ჰარცელის მუშაობის შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სხვდასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ ჩვენ განაცხადი გვქონდა წარდგენილი ევროკავშირში, ეს იყო მიმდინარე პროცესი და ა.შ. ვერიდებოდით მასზე კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, თუმცა დღეს როდესაც დაასრულა თავისი მისია თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს”, - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა