რუსეთი "არამეგობრული“ ქვეყნების სიას აფართოვებს
რუსეთის მთავრობამ „არამეგობრული“ ქვეყნების სია გააფართოვა.
სიას შეემათნენ: საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკეთი.
"მთავრობის მიერ დამტკიცებული სია არ არის საბოლოო. უცხო სახელმწიფოების მტრული ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც მიმართულია საზღვარგარეთ რუსეთის მისიების წინააღმდეგ, შესაძლოა, სია კიდევ გაფართოვდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ჯამში რუსეთისთვის „არამეგობრული“ ქვეყნების სიაში 48 ქვეყანაა: ავსტრალია, ალბანეთი, ანდორა, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ყველა ქვეყანა, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტაინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაივანი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია და იაპონია.