თეგებით ძიება

მისცემენ თუ არა ლიცენზიას უცხოელ ექიმებს, რათა სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩაერთონ? - ჯანდაცვის მინისტრი განმარტებას აკეთებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან თუ არა, განხილვის შემდეგ გადაწყდება, - ამის შესახებ დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი განმარტებით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, რომ უცხოელი ექიმების ჯგუფს აქამდე ლიცენზიის მიცემაზე უარი უთხრეს.

„თუ საჭიროება იქნება მივცემთ [ლიცენზიას].

განხილვის პროცესია და ამის მიხედვით მოვიქცევით. წინასწარ როგორ გიპასუხოთ?!”- განაცხადა აზარაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილს დამატებით კვლევებს უტარებენ. კლინიკა "ვივა მედში" სამედიცინო პროცედურა რამდენიმე საათს გაგრძელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა