თეგებით ძიება

არახამიას თავი ჩე გევარა თუ ჰგონია და შეუძლია, რაღაც რევოლუცია მოაწყოს, რევოლუციები ასე არ ტარდება – ალექსანდრე რაქვიაშვილი

პარტია “გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერს, დავით არახამიას თავი თუ ჩე გევარა ჰგოია, შეუძლია საქართველოში ჩამოვიდეს და რევოლუცია მოაწყოს.

“რაც შეეხება მის განცხადებას მშვიდობიან რევოლუციაზე, თუ არახამიას თავისი თავი ჩე გევარა ჰგონია და შეუძლია, ქვეყანაში ჩამოვიდეს, რაღაც რევოლუცია მოაწყოს, არ მგონია, ეს ასე იყოს. რევოლუციები ასე არ ტარდება”, – აცხადებს რაქვიაშვილი.

შეგახსენებთ, უკრაინის რადას დეპუტატმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი კეთილად თუ არ წავა, აივსება მოთმინების ფიალა, ხალხი მას მაინც გააგდებს, ეს უკვე შეიძლება, მოხდეს რევოლუციით, ძალადობრივი გზით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა