თეგებით ძიება

არ ვაპირებ, წინსწრებით შედეგები გამოვაცხადო, როგორც ღირსეული ქართველი და ევროპელი, დაველოდები შედეგებს - სალომე ზურაბიშვილი

არ ვაპირებ, წინსწრებით შედეგები გამოვაცხადო, როგორც ღირსეული ქართველი და ევროპელი, დაველოდები შედეგებს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პასუხი ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე თვითდაჯერება, არჩევნებზე მისვლა და შედეგებზე დალოდებაა.

„დარჩა 50 წუთი, ვინც ჯერ არ მისულა უბანზე, კიდევ 50 წუთი გაქვთ, რომ მიხვიდეთ. მერე არ ინანოთ, რომ მე არ მიიღეთ მონაწილეობა ქვეყნის მომავლის გადაწყვეტაში. დღეს არის ის დღე და ვისაც აქვს სურვილი მონაწილე იყოს ამ ისტორიული ფურცლის, ახლა და აქ უნდა მიხვიდეთ. სხვა დრო არ იქნება თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის და მომავალი საქართველოსთვის.

მინდა, უცხოეთში მყოფ ჩვენ ემიგრანტებს შევახსენო, რომ 20:00 საათზე ვინც რიგში იქნება, გაქვთ უფლება მოითხოვოთ, კომისიიდან გამოვიდეს ადამიანი, რომელმაც ვინც რვა საათისთვის რიგში დგას, ყველა უნდა ჩაწეროს; ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ვინც რვა საათის შემდეგ მივა, უკვე ვერ შეძლებს. ეს არის თქვენი დასაცავი უფლება.

მინდა, ასევე ადამიანებს ვუთხრა, ვინც შეიძლება, შეშფოთდა უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებით. ისინი ძალიან არადემოკრატიულად, ძალიან არაევროპულად აცხადებენ, რომ უკვე მოვიგეთო. აცხადებენ, რომ რაღაცა სცენარს გავმართავთო. გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი უკვე შევიდა მთავრობის შენობაში. არ შეშინდეთ, ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური ზეწოლა თქვენზე. პასუხი ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე რა არის – თვითდაჯერება, არჩევნებზე მისვლა და შედეგებზე დალოდება. მე არ ვაპირებ, აქ რამე სცენა გავმართო, არ ვაპირებ წინსწრებით შედეგები გამოვაცხადო. მე როგორც ევროპელი და როგორც ღირსეული ქართველი, დაველოდები შედეგებს. როცა დრო მოვა, ყველა ერთად გავიგებთ შედეგებს. ნუ შეშინდებით, ნუ დაიჯერებთ, დაველოდოთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენს მიერ დადებული ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა