თეგებით ძიება

საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა

საქართველოს მასშტაბით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება 20:00 საათამდე ჰქონდა.

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, 17:00 საათის მდგომარეობით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობამ 50.6% შეადგინა.

ცნობისთვის, წელს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა სრულად პროპორციული წესით. საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში კი 3 495789 ადამიანი აღირიცხა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა